საერთაშორისო კონფერენცია

03-10-2014
IV საერთაშორისო კონფერენცია
“ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2014”

2 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა IV საერთაშორისო კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2014”. კონფერენცია გახსნა სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, პროფ. ოთარ ზუმბურიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ კონფრენეციაზე მოწვეული ქართველი და უცხოელი მეცნიერები.
კონფერენცის თემას წარმოადგენს “ვერბალური კომუნიკაციები სივრცესა და დროში”.

კონფერენცის მუშაობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით:
1. ვერბალური კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა;
2. კომუნიკაციური ლინგვისტიკა;
3. ჰუმანიტარული მეცნიერებები და ვერბალური კომუნიკაციური
ტექნოლოგიები;
4. ლიტერატურათმცოდნეობა: კომუნიკაციური მოდელები მხატვრული
ტექსტის სივრცეში;
5. ვერბალური კომუნიკაცია და საინფორმაციო სისტემები;
6. კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინჟინრო და ტექნიკურ სფეროებში;
7. უცხო ენები XXI საუკუნის დასაწყისის კულტურათშორის კომუნიკაციებში;
8. კომუნიკაციური ტექნოლოგიები სამართალმცოდნეობასა და სოციალურ
დისციპლინებში.

კონფერენცის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური, რუსული. საერთაშორისო კონფერენცია 5 ოქტომბერს დასრულდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები