სტუ-ს თანამშრომელთა საყურადღებოდ

02-10-2014
საკვირაო სკოლა 
“მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია”

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა “მოსწავლეთა საინჟინრო აკადემია” (V-VIII კლასის მოსწავლეთათვის). საკვირაო სკოლაში ტარდება მეცადინეობები დაპროგრამების ენებში, სახალისო მათემატიკაში, საუბრები ჯერ კიდევ გადაუჭრელ სამეცნიერო პრობლემებზე. 
დაპროგრამების ენების პროგრამა:
1. ალგორითმიზაციის საფუძვლების შესწავლა C# /C++ ენის ბაზაზე
2. დაპროგრამების ენა C# /C++ -ის შესწავლა (ძირითადი კონსტრუქციები და მმართველი ოპერატორები; სტანდარტულ მონაცემთა სტრუქტურები).
3. დაპროგრამების ძირითადი თანამედროვე ტექნოლოგიები. Microsoft Visual Studio–ს სამუშაო გარემოში მუშაობა. 
4. მონაცემთა დახარისხებისა და ძებნის მეთოდების ალგორითმების განხილვა და შესაბამისი პროგრამული რეალიზაცია C# /C++ დაპროგრამების ენაზე.
5. ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების ძირითადი საკითხები: ობიექტები, კლასები, კლასების წევრები, წევრ-ელემენტებზე წვდომა, ოპერაციათა გადატვირთვა; ინკაფსულაცია, პოლიმორფიზმი, მემკვიდრეობითობა; შესაბამისი ამოცანების გადაწყვეტა.
6. C# /C++ დაპროგრამების ენის ბაზაზე ფაილებთან მუშაობა.
7. ვიზუალური დაპროგრამების ძირითადი მეთოდები და საშუალებები; გრაფიკული პროგრამების და თამაშების შექმნა.
8. მონაცენთა ბაზებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები (Microsoft Access მაგალითზე) და მათი გამოყენება  Microsoft Visual Studio -ს გარემოში; 


„მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიაში“ ჩარიცხვის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია საიტზე (http://ertad.gtu.ge/), ან მობრძანდნენ აღნიშნულ მისამართზე.

მისამართი: სტუ, VI კორპუსი. V სართული, 510ა ოთახი, ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი – „ერთად“. ორშაბათი-პარასკევი 12:00-დან 15:00 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ.: 236-41-28, შიდა: 64-47.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები