ექსპედიცია

16-11-2009
საველე გეოლოგიური ექსპედიცია ,,ბუნების ძეგლების’’ დასაცავად
 
საქართველოს ტერიტორია ხასიათდება მრავალფეროვანი ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობის სიმდიდრეებით. ერთ-ერთ ასეთი საინტერესო და საყურადღებო ბუნების ძეგლს წარმოადგენს გოდერძის ნამარხი ტყის საბადო, რომელიც თავისი ადგილმდებარეობით, მცენარეული ნაშთებისა და  გაქვავებული ხის უნიკალური სამუზეუმო ეგზემპლიარებით მნიშვნელოვან როლს იძენს, როგორც დაცული ტერიტორიის ბუნების ძეგლი ტურისტების მოსაზიდად და საერთაშორისო გეოლოგიური სასწავლო და სამეცნიერო ექსპედიციების მოსაწყობად. ასეთი უნიკალური ბუნებრივ-კულტურული მემკვიდრეობა კანონმდებლობით კონსერვაციას, ინვერნტარიზაციას  და დაცვას უნდა ექვემდებარეობდეს. ამ ტერიტორიაზე დაგეგმილი ახალციხე-ბათუმის საავტომობილო გზის გაყვანისას აუცილებელია შეირჩეს გზის ოპტიმალური ვარიანტი, რათა არ მოხდეს გოდერძის განამარხებული ფლორის და გაქვავებული ხეების განადგურება ან თუნდაც დაზიანება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის ხელშეწყობით გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროექტი “გოდერძის ნამარხი ტყე’’ შევიდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სახეობათა კონსერვაციის ცენტრი ,,ნეკრესი’’-ს მიერ ,,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბუნების ძეგლების აღიცხვის, მათი მდგომარეობის აღწერისა და შესაბმისი დაცვის რეჟიმის პერსპექტივის განსაზღვრული’’ სამუშაოებში.
 
 
 
 
სწორედ ამ მიზნით გამოყენებითი გეოლოგიის დეპატამენტის თანამშრომლებისა და სტუდენტების მიერ ა.წ. 8 ივნისს აჭარის ტერიტორიაზე ჩატარდა საველე გეოლოგიური ექსპედიცია, გოდერძის ნამარხი ტყის კომპლექსური შესწავლისა და მისი ინვენტარიზაციისათვის,  რათა ამ ობიექტს მიენიჭოს დაცული ტერიტორიის ბუნების ძეგლის სტატუსი.
შთამბეჭდავია გზის გასწვრივ და გამოქვაბულში (რომელიც ძველ სამთო გამონამუშევარს წარმოადგენს) არსებული გაქვავებული ხეების ნიმუშები.
 
ერთი გაქვავებული ხის უნიკალური ნიმუში აჭარისწყლის ხეობიდან მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმის გადმოეცა საჩუქრად.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები