სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

27-09-2014

 IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

,,წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”

27 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა IV საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია თემაზე: ,,წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები”, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეუნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 85 წლის იუბილეს ეძღვნება.

კონფერენციაში მონაწილეობს მსოფლიოს 13 ქვეყნის (აზერბაიჯანი,  აშშ,  ბელორუსია, ბულგარეთი,  ისრაელი, ლიტვა,  პოლონეთი,  რუსეთი, საქართველო, სომხეთი, ჩეხეთი, ჩინეთი, ჰოლანდია) მეცნიერები, ექსპერტები და ახალგაზრდა სპეციალისტები.  ინგლისურ ენაზე გამოიცა კონფერენციის შრომათა კრებული (274 გვერდი)  250 ეგზემპლარი.

კონფერენფცია 30 სექტემბერს დასრულდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები