აქცია

17-11-2009
გამწვანების აქცია
 
17 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს გამწვანების აქციაში და საბურთალოზე, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები დარგეს.
საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებით თბილისში გაშენდება სტუდენტური ტყე. გამწვანების აქციაში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას.
სამების ტაძარში, წირვის დროს, პატრიარქმა დალოცა ყველა ის სტუდენტი რომელიც აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები