წიაღისეულის ათვისების, რესურსაღდგენითი, მცირედნარჩენიანი და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები

16-09-2014

საერთაშორისო კონფერენცია


16 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა გეოლოგიისა და სამთო საქმის XIII საერთაშორისო კონფერენცია “წიაღისეულის ათვისების, რესურსაღდგენითი, მცირედნარჩენიანი და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის თაოსნობით ორგნიზებული საერთაშორისო კონფერენცია, დარგში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველია. კონფერენციაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი და საინტერესო საკითხები, მათ შორის საქართველოში არსებული მინერალური რესურსების მონაცემები თანამედროვე ბაზრის განსაზღვრის, განმტკიცების, მათი მარკეტინგის, კაპიტალიზაციის სტრატეგიისა და საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების საქმეში.
კონფერენციაში მონაწილეობენ გეოლოგიისა და სამთო დარგში მოღვაწე ქართველი მეცნიერები და მკვლევრები, დარგის სპეციალისტები ინგლისიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ირანიდან, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები.

კონფერენციის ფარგლებში, ასევე, იგეგმება ექსკურსიები თბილისში, ბოდბეში, სიღნაღში, გურჯაანსა და მცხეთაში.

კონფერენცია 19 სექტემბერს დასრულდება. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები