კონკურსი აკადემიურ ნაშრომებსა და სოციოლოგიურ კვლევებზე
ა(ა)იპ ,,სოციალურ-კულტურული განვითარების ცენტრი“, სსიპ ,,საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი“-ს დაფინანსებით აცხადებს კონკურსს აკადემიურ ნაშრომებსა და სოციოლოგიურ კვლევებზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც პროექტის ორგანიზატორების მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამის ნაშრომს 15 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით განათავსებს პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.nashromi.ge), რის შემდგომაც იგი ავტომატურად ხდება კონკურსის მონაწილე.
პროექტის ფარგლებში ცხადდება აკადემიური ნაშრომების კონკურსი, სადაც ხუთი საუკეთესო ნაშრომის ავტორები დასაჩუქრდებიან:
• Amazon-ის კომპანიის პლანშეტური კომპიუტერით Kindle-ით;
• მათი ნაშრომების კრებულის გამოცემით და კრებულის საჯარო სივრცეში პრეზენტაციით;
• ორგანიზაცია უზრუნველყოფს აღნიშნული კრებულების გავრცელებას საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
საკონტაქტო პირები :
მარიამ გოგოლაძე 577 15 33 64
იაგო წიტაიშვილი 595 01 09 16