მემორანდუმი

11-09-2014
მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტს შორის

11 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პოლონეთის პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია პოლონეთის პოზნანის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან უნივერსიტეტის პრორექტორი იან პიკული, სრულუფლებიანი წარმომადგენელი კავკასიის ურთიერთობის საკითხებში, პროფესორი გრეგორ რაცკა, პროფესორი რომან გორნოვიჩი, დოქტორი დამიან სუგიერი, მაგისტრი, მეცნიერ-თანამშრომელი ლევან ჩოფლიანი. 

პოლონური დელეგაციის სტუმრობის მიზანია უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო სფეროებში კონტაქტის დამყარება, არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება და სასწავლო-სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები