სასტიპენდიო პროგრამა

10-09-2014
სლოვაკეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა

სლოვაკეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კვლევისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სლოვაკეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ სტუდენტებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევრებსა და არტისტებს საზღვარგარეთ სწავლასა და თავისუფლად გადაადგილებაში. 

სტიპენდიების ოდენობა:
მაგისტრი (1-2 სემესტრი) - 350 €
PhD სტუდენტი (1 – 12 თვე) - 580 €

უნივერსიტეტის მასწავლებელი, მკვლევარი ან არტისტი (1 – 12 თვე): 
PhD ხარისხის გარეშე და მაქსიმუმ 4 წლის სამუშაო გამოცდილებით 580 €
PhD ხარისხის მქონე და მაქსიმუმ 10 წლის სამუშაო გამოცდილებით 850 €
PhD ხარისხის მქონე და მინიმუმ 10 წლის სამუშაო გამოცდილებით 1000 €

აღნიშნული პროგრამა აფინანსებს მხოლოდ საზღვარგარეთ ცხოვრების ხარჯებს.

ელექტრონულად განაცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადა:
30 აპრილი - მომდევნო აკადემიური წლისათვის
31 ოქტომბერი - მიმდინარე აკადემიური წლის საზაფხულო სემესტრისათვის

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.scholarships.sk


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები