ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები

03-09-2014

ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები

ჩეხეთის რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყოფს 4 სტიპენდიას ჩეხურ და 3 სტიპენდიას ინგლისურენოვან პროგრამებზე სასწავლებლად და აცხადებს ყოველწლიურ კონკურს 2015-2016 სასწავლო წლისთვის.

ჩეხურენოვანი საბაკალავრო (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) , სამაგისტრო (სწავლის ხანგრძლივობა 4-6 წელი) და სადოქტორო პროგრამისთვის (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) გამოყოფილია სტიპენდია შემდეგ სპეციალობებზე: მედიცინა, ტექნიკური დარგები, ინჟინერია, ეკონომიკა. (შერჩეული კანდიდატები ერთწლიან მოსამზადებელი კურსს გაივლიან ჩეხურ ენაში).

ინგლისურენოვან სამაგისტრო (სწავლის ხანგრძლივობა 1-3 წელი) და სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიები (სწავლის ხანგრძლივობა 3-4 წელი) გამოყოფილია ინფორმატიკის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის სპეციალობებზე. 

ეკონომიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):

· ეკონომიკა და მენეჯმენტი

· ფინანსები და ბუღალტრული აღრიცხვა

· განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 სექტემბერი.

ეკონომიკა ( ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):

· ეკონომიკა და მენეჯმენტი

· ეკონომიკური პოლიტიკა და ადმინისტრირება

სოფლის მეურნეობა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):

  • ბუნებრივი რესურსები და გარემოს დაცვა
  • სატყეო საქმის ინჟინერინგი
  • ტროპიკული სოფლის მეურნეობა

სოფლის მეურნეობა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):

  • ვეტერინარული ჰიგიენა და ეკოლოგია

ინფორმატიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):

  • სისტემური ინჟინერინგი და ინფორმატიკა
  • გამოყენებითი ინფორმატიკა

ინფორმატიკა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):

  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • საინჟინრო ინფორმატიკა

გარემოს დაცვა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):

  • ეკოლოგია და გარემოს დაცვა

ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამები):

  • მანქანათმშენებლობა

ენერგეტიკა (ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამები):

  • მანქანათმშენებლობა
  • მანქანები და დანადგარები

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად - 14,000 ჩეხური კრონი (504.17 ევრო - 2014 წლის 2 სექტემბრისთვის არსებული შესაბამისი სავალუტო კურსის მიხედვით);

სადოქტორო პროგრამებზე სტიპენდიის ოდენობა ყოველთვიურად - 15,000 ჩეხური კრონი (540.18 ევრო - 2014 წლის 2 სექტემბრისთვის არსებული შესაბამისი სავალუტო კურსის მიხედვით).

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2014 წლის 30 სექტემბერი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები