ტექნიკური უნივერსიტეტების ასოციაცია

01-08-2014

„საინჟინრო განათლების მომავალი“

2014 წლის მაისში ბაუმანის სახ. მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში (რუსეთი) გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტების ასოციაციის საბჭოს სხდომა „საინჟინრო განათლების მომავალი“.
სხდომაზე განხილული იქნა საინჟინრო განათლებასთან დაკავშირებული საკითხები, ტექნიკური უნივერსიტეტების როლი და ახალი მექანიზმები ამ უნივერსიტეტების მონაწილეობასთან დაკავშირებით  მოდერნიზაციის პროცესში და ასევე, ქვეყნის ეკონომიკის ტექნოლოგიურ და ინოვაციურ განვითარებაში.
სხდომაზე ასევე, გადაწყდა 2014 წლის ბოლოსთვის ასოციაციის მიერ კონფერენციის ჩატარება „რუსეთის, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტექნიკური უნივერსიტეტების ურთიერთკავშირი ერთიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური და საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებისა და ეროვნული ეკონომიკის ინოვაციური განვითარებისათვის“.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
http://atuniversities.ru/


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები