სტუდენტთა საყურადღებოდ

23-07-2014

სტუდენტთა საყურადღებოდ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სსიპ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებულია საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში წარჩინებული სტუდენტების დასაქმება.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კვოტის ფარგლებში, სტუ-ს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების (ფაკულტეტების) რაოდენობის პროპორციულად მიმდინარეობს სტუ-ს სტუდენტების რეგისტრაცია.

ელექტრონული წესით რეგისტრაცია გაგრძელდება 2014 წლის, 27 ივლისის, 17:00 საათამდე.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია.

ავტობიოგრაფიის ნიმუში.

ელექტრონული წესით რეგისტრირებულმა სტუდენტებმა, მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2014 წლის, 28 ივლისის, 17:00 საათამდე, მისამართზე კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი,  II  სართული, ოთახი #262.

განაცხადები, რომლებიც მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიხედვით სრულყოფილად არ იქნება წარმოდგენილი, განხილვას არ ექვემდებარება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისათვის (ფაკულტეტების) გამოყოფილი ვაკანსიების რაოდენობა:

  • სამშენებლო ფაკულტეტი - 35 ვაკანსია
  • ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი - 45 ვაკანსია
  • სამთო - გეოლოგიის ფაკულტეტი - 30 ვაკანსია
  • ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტი - 30 ვაკანსია
  • სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი - 45 ვაკანსია
  • არქიტექტურის, დიზაინისა და ურბანისტიკის ფაკულტეტი - 30 ვაკანსია
  • ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი - - 55 ვაკანსია
  • ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი - 50 ვაკანსია

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტს.

მის.: კოსტავას 77, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, ოთახი #268.

ან დარეკეთ ნომერზე  2 36 53 45.        

ელ.ფოსტა  stu@gtu.ge


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები