საგრანტო კონკურსი

23-07-2014
ვეისერის პროფესიონალური განვითარების გრანტი

მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) რონალდ და ეილინ ვეისერის ევროპისა და ევრაზიის ცენტრი აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს  ვეისერის პროფესიონალური განვითარების გრანტის კონკურსს. 

გრანტი  ითვალისწინებს  კვლევით ვიზიტებს მიჩიგანის უნივერსიტეტში (3-4 კვირა) და ანაზღაურებს:
• ავია ბილეთები (ორმხრივი)
• საცხოვრებელი
• დაზღვევა
• დღიური საცხოვრებელი ხარჯები

მიჩიგანის უნივერსიტეტში კვლევითი ვიზიტები იგეგმება 2015 წლის მარტის, აპრილის, სექტემბრის, ოქტომბრის ან ნოემბრის თვეებში.
კანდიდატს მოეთხოვება ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა. 

კანდიდატებს შეუძლიათ კვლევითი პროექტები ნებისმიერი სამეცნიერო მიმართულებით წარადგინონ მიჩიგანის უნივერსიტეტის პარტნიორთან ერთად. 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 15.10.2014.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ:
www.ii.umich.edu/wcee/opportunities/visitingfellows  

http://www.ii.umich.edu/wcee 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები