საერთაშორისო კონფერენცია

18-07-2014

საერთაშორისო კონფერენცია    

„არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

ევროკავშირთან  საქართველოს ასოცირების  ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ  ქალაქებისა და ტერიტორიების მდგრადი განვითარების საერთაშორისო მეთოდიკის შესწავლა და შესაბამისი კანონმდებლობის ჩვენი ქვეყნის რეალიებთან ადაპტაცია თანამედროვე ქართული ურბანისტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს.

ამ კონტექსტში 2014 წლის 11-12 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის თაოსნობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და თბილისი მერიის ხელისშეწყობით, რადისონ ბლუ ივერიას სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია  „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.

კონფერენციაზე გამომსვლელებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოში არქიტექტურის და ურბანისტიკის სფეროში არსებული კრიზისის  გამომწვევ ფაქტორებზე მსჯელობას. კონფერენციის მსვლელობის დროს უცხოელი კოლეგების წინაშე წარმოჩენილი იქნა ქართული არქიტექტურის და ქალაქმშენებლობის თანამედროვე პრობლემატიკა.

ამ  ქალაქთმშენებლობითი პრობლემების აღმოფხვრისადმი მიძღვნილ პროფესიულ დისკუსიებში ჩაერთვნენ საზოგადოების ფართო ფენები, მათ შორის უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები. სხვადასხვა ქვეყნის ურბანისტებსა და არქიტექტორებს შორის მოხდა პროფესიული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე  7 ქვეყნის 25–ზე მეტი მომხსენებლი წარსდგა საზოგადოების წინაშე.

კონფერენციას გააჩნია ყველა წინაპირობა რათა იგი შემდგომში ოფიციალურად შეუერთდეს "ევროპის მუდმივმომქმედ კონფერენციას", რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, ევროკავშირისა და მის მეზობელ ქვეყნებში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი სფეროს ინსტიტუციური მართვა და მისი  სამართლებრივი ფორმირება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები