პოლონეთის დელეგაცია სტუ-ში

18-07-2014
პოლონელი პროფესორები სტუ-ში

18 ივლისს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა პოზნანის (პოლონეთი) უნივერსიტეტის წარმომადგენლებს უმასპინძლა. 

პოლონეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა პოზნანის უნივერსიტეტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში, პროფ. გრეგორ რაცკა. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, პოლონელ სტუმრებთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები.

პოლონეთის დელეგაციის სტუმრობის მიზანია უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო და სასწავლო სფეროებში კონტაქტის დამყარება და არსებული ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელება. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები