დაჯილდოება

08-07-2014

გერმანელ მეცნიერებს სტუ-ის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ

8 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის,  იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრს, პროფესორ სებასტიან შმიდტსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფესორ ჰანს შტროერს,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭათ.

ჯილდო გერმანელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა. რექტორმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო სებასტიან შმიდტისა და ჰანს შტროერის სამეცნიერო ბიოგრაფიები, მათი მოღვაწეობა და დამსახურება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე. გერმანელ პროფესორებს სტუ-ის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

შმიდტმა და შტროერმა მადლობა გადაუხადეს დამსწრე საზოგადოებას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს საჩუქარი გადასცეს.

გერმანელს სტუმრებს საპატიო ჯილდო მიულოცეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა ოთარ ზუმბურიძემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა ზვიად კოვზირიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ, იულიხის კვლევითი ცენტრის პროფესორმა ანდრო კაჭარავამ.

აღსანიშნავია, რომ ამას გარდა, 10-11 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევიან მეცნიერები აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები