ტრენინგ-კურსი

20-10-2009
ტრენინგ-კურსი გარემოსდაცვით ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში
 
ნოემბერი 2009
 
ტრენინგ-ცენტრი სპამგო აცხადებს ტრენინგების კურსს გარემოსდაცვის სფეროში.
 
სპამგოს თითოეული ტრენინგ-მოდული შემუშავებული იქნა ნოტინჰემის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი) და ადელფის კვლევითი ცენტრთან (გერმანია) მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, შესაბამის დისციპლინებში ევროპის წამყვანი ექპერტების კონსულტაციებისა და ზედამხედველობის ქვეშ.
 
სპამგოს ტრენინგ-მოდულები და ტრენერები
15 მაღალკვალიფიციური ქართველი ტრენერი ჩაატარებს ტრენინგს ექვს დისციპლინაში. ტრენინგ-მოდულები შემუშავებულია ქართულ რეალობას მორგებული ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.
M1 – წყალი და სანიტარია
M2 – ენერგია
M3 – ლანდშაფტის ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება
M4 – ტრანსპორტი
M5 – კომუნიკაციისა და ცოდნის მენეჯმენტი
M6 – პროექტის მენეჯმენტი
 
მოდული 1 – წყალი და სანიტარია
კურსის მიზანია ტრენინგების სერიის ჩატარება წყლისა და სანიტარიის საკითხზე ევროგაერთიანების ქვეყნების გამოცდილების შესახებ. ტრენინგი შეეხება საკანონმდებლო ზომებს, ტრანსასაზღვრო მდინარეთა მართვას, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვას, ევროპის წყლის ხარისხობრივ-რაოდენობრივ მაჩვენებლებს, წყლის და ჯანდაცვის საბაზისო ინფორმაციას.
 
მოდული 2 – ენერგია
კურსის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებით თანამედროვე ცოდნის მიწოდება სამოქალაქო ადმინისტრაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ენერგეტიკული უსაფრთხოების ჩარჩოებში მოიაზრება სხვადასხვა ქვესაკითხი, როგორიცაა ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, ჩDM, ემისიებით ვაჭრობა, ენერგოეფექტურობა და აუდიტი. ასევე განიხილება ენერგეტიკული უსაფრთხოების განსაზღვრულ დონემდე მიღწევისათვის სხვადასხვა ინსტრუმენტების, როგორც პოლიტიკური სახის, ისე ეკონომიური გამოყენება. დიდი ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ურთიერთდამოკიდებულებებს.
 
მოდული 3 – ლანდშაფტების ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება
მოდულის მიზანია ბიომრავალფეროვნების და ლანდშაფტების ეკოლოგიის ძირითად პრინციპებთან და კომპონენტებთან გაცნობა. კურსი შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი - “ბიომრავალფეროვნება”, მეორე - “ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება” რომელიც აგებულია ტყის მენეჯმენტის გამოცდილებაზე და მესამე - “ლანდშაფტების ეკოლოგია”.
 
მოდული 4 – ტრანსპორტი
მოცემული კურსის მიზანია: ტრანსპორტის უარყოფით ზემოქმედებასთან დაკავშირებული ძირითადი გარემოსდაცვითი პრობლემების, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ბიმრავალფეროვნების დაკარგვა, კლიმატის ცვლილება/გლობალური დათბობა და სხვათა გაცნობიერება; პოლიტიკური არამდგრადობისა და  ტრანსპორტთან დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვა; იმ შესაძლო ქმედებების განსაზღვრა, რომლებიც შეამცირებენ ტრანსპორტის უარყოფით ზემოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; მათი გადაწყვეტისა და პოლიტიკური ინსტუმენტების გამოყენების შესაძლებლობა და განხორციელება.
 
მოდული 5 – კომუნიკაციებისა და ცოდნის მენეჯმენტი
ტრენინგის შემდგომ მონაწილეებს ექნებათ ცოდნა კომუნიკაციის შემადგენელი კომპონენტებისა და ფუნქციის (ინტერაქცია), კომუნიკაციის პროცესის (მიმდინარეობის), კომუნიკაციის პროცესში წარმოქმნილი ბარიერების (პიროვნული მხარე, სემანტიკური დონე და ა.შ.) აცილების ხერხების შესახებ.
 
მოდული 6 – პროექტის მენეჯმენტი
კურსის მიზანია საფუძვლიანი ცოდნა შესძინოს სახელმწიფო მოხელეებს პროექტების მართვის შესახებ. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები ექნებათ ცოდნას იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს პროექტის მენეჯმენტი, რა ფაზებს მოიცავს იგი და რა საშუალებები არსებობს პროექტების მენეჯმენტისთვის. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაივლიან პრაქტიკულ მეცადინეობებს Lოგიცალ Fრამეწორკ–სა Mიცროსოფტ Pროჯეცტ-ში.
 
 
 
სარგებლობა და ცოდნა, რომელსაც შეგძენთ ტრენინგი
  • გაეცნობით გარემოსდაცვის სფეროს უახლეს მოღწევებს  ევროგაერთიანების ქვეყნებსა და საქართველოში
  • გექნებათ თქვენს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან მუშაობის ბრწყინვალე საშუალება
  • გექნებათ სპამგოს ტრენინგ-ცენტრის უახლესი სასწავლო და ტექნიკური საშუალებებით ცოდნის გაღრმავების საშუალება
 როგორ მივიღოთ მონაწილეობა ტრენინგ-კურსში?
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტით უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა სპამგოს კოორდინატორ გიორგი ჯაფარიძესთან ელექტრონული ფოსტაზე gjaparidze@hotmail.com ან, სამუშაო დღეებში 12:00-დან 17:00 საათამდე მოიტანონ შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის IX კორპუსი (ადმინისტრაციული კორპუსის უკან), III სართული, ოთახები 307 და 308.
 
აპლიკაციის გამოგზავნის შემდეგ ტრენინგ-ცენტრი აცნობებს აპლიკანტებს ტრენინგებზე მათი დაშვების შესახებ. შემდეგ აპლიკანტს შეაქვს შესაბამისი თანხა ტრენინგ-ცენტრის ლარის ანგარიშზე თიბისი ბანკში.
ანგარიშის ნომერი: 38634080100001
 
გთხოვთ თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი შეინახოთ შესაბამისი ტრენინგის დასრულებამდე.
 
თითოეული ტრენინგ-ჯგუფში იქნება არაუმეტეს 15 და არაუმცირეს 6 ადამიანისა. ჯგუფის არასრულად დაკომპლექტების შემთხვევაში ტრენინგი შესაბამისი მოდულისთვის გადაიდება და თანხა დაუბრუნდება აპლიკანტს.
 
ტრენინგების კალენდარი და ღირებულება
 
მოდული
თარიღი
დრო
ღირებულება (ლარი)
ბოლო ვადა
M5 – კომუნიკაციებისა და ცოდნის მენეჯმენტი
2-3 ნოემბერი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
30 ოქტომბერი, 17:00
M1 – წყალი და სანიტარია
6-7*1 ნოემბერი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
ოქტომბერი, 17:00
M3 – ლანდშაფტების ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება
9-10 ნოემბერი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
ოქტომბერი, 17:00
M4 – ტრანსპორტი
 
12-13 ნოემბერი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
ოქტომბერი, 17:00
M6 – პროექტის მენეჯმენტი
16-17-18-19 ნოემბერი
16:00-დან 20:00 საათამდე
80
ოქტომბერი, 17:00
M2 – ენერგია
20-21 ნოემბერი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
ოქტომბერი, 17:00
 
საკონტაქტო პირები და მისამართი:
თბილისი, კოსტავას 77 (სააკაძის მოედანთან)
ტექნიკური უნივერსიტეტის IX კორპუსი (ადმინისტრაციული კორპუსის უკან)
III სართული, ოთახები 307 და 308.
ტელეფონი: +995 32 36 52 96
 
საკონტაქტო პირები
გიორგი ჯაფარიძე, კოორდინატორი
მობილური: +995 99 10 12 65; ელ. ფოსტა: gjaparidze@hotmail.com
 
ნინო ნოზაძე, ადმინისტრატორი
მობილური: +995 93 17 51 15; ელ. ფოსტა: n_nozadze@gtu.ge
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები