საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი

02-07-2014

გერმანელ მეცნიერებს სტუ-ის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭებათ

10-11 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტარდება საქართველო - გერმანიის სამეცნიერო ხიდის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციაში მონაწილეობენ იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ინსტიტუტების დირექტორები და წამყვანი სპეციალისტები, კიოლნის, ახენის და დიუსელდორფის უნივერსიტეტების პროფესორები. კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვევიან მეცნიერები აშშ-იდან, იტალიიდან, ინგლისიდან, შვეიცარიიდან.

საქართველო - გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი გაწეული თანადგომისა და დახმარებისთვის და ქართველი სტუდენტების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ივლისს, 12:00 სთ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. ჰანს შტროერსა და იულიხის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს წევრს, პროფ. სებასტიან შმიდტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორების წოდება მიენიჭებათ.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები