დაჯილდოება

25-06-2014

დაჯილდოება

25 ივნისს, სტუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პროფესორები საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები ჯუმბერ უფლისაშვილს, ჯუმბერ იოსებიძეს და გიორგი მალაშხიას საპატიო ჯილდოები ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისა და სტუდენტ - ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი ღვაწლისათვის გადაეცათ.

აღსანიშნავია, რომ ჯუმბერ უფლისაშვილი სტუ-ის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის პოლიგრაფიისა და მსუბუქი მრეწველობის ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელია; ჯუმბერ იოსებიძე – სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის სატრანსპორტო დეპარტამენტის სრული პროფესორი; გიორგი მალაშხია – ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სტუ-ის ბიზნეს - ინჟინერინგის ფაკულტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის სრული პროფესორი.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები