იტალიელი სტუმარი

08-10-2009

იტალიელი სტუმარი სტუ-ში

8 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდა იტალიური კომპანიის Xynertech წარმომადგენელი ულისე სტეფანო (Ulisse Stefano). კომპანიის საქმიანობა მოიცავს სპეციფიური აღჭურვილობის წარმოებას სასწავლო-საგანმანათლებლო დანიშნულების მიზნით. იტალიელი სტუმარი შეხვდა სტუ რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე. შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკური უნივერსიტეტსა და აღნიშნულ კომპანიას შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები