კონკურსი სტუდენტებისთვის

18-06-2014
მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტთა
საყურადღებოდ!

“ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი ცენტრი  “ერთად”

ა ც ხ ა დ ე ბ ს   კ ო ნ კ უ რ ს ე ბ ს   შ ე მ დ ე გ   პ რ ო ე ქ ტ ე ბ ზ ე :
  1. ვებგვერდის შექმნა ჟიული შარტავას სახელობის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლისთვის;
  2. „საქმიანი თამაში“ მომავალი ბიზნესმენებისთვის;
  3. „ავტომატური თარგმანის სისტემის შექმნა“;
  4. „საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვებპორტალის შექმნა“
სტუდენტები, რომლებსაც სურვილი აქვთ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნული პროექტების შესრულებაში, უნდა მობრძანდნენ ჩვენთან, სპეციალური განაცხადის შესავსებად.
განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 25 ივნისი.
ჩატარდება გასაუბრება, შემდეგ დაიდება ხელშეკრულება.
პროექტში მონაწილე სტუდენტები, სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, მიიღებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას.
აუცილებელია, კონკურსანტი ფლობდეს პროგრამირების ენას (სასურველია C #),  ასევე,  შეეძლოს ინგლისურ (ან სხვა უცხოურ) ენაზე სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტაციის მოძიება-გარჩევა ინტერნეტის საშუალებით.
ჩვენი მისამართია: სტუ-ის VI სასწავლო კორპუსი, V სართული, ოთახი 510ა.
ტელეფონი: 236-41-28. 64-47.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები