ქართული ტექნოლოგიების გამოფენა

16-06-2014
Business Development Forum
ქართული ტექნოლოგიების გამოფენა
(10-12 ივლისი 2014) Expo-Georgia


საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო იწვევს ინოვატორებს, გამომგონებლებს, უნივერსიტეტებს, კვლევით დაწესებულებებსა და ქართულ ტექნოლოგიურ/საინოვაციო კომპანიებს მონაწილეობა მიიღონ გამოფენაში, რომელიც მიზნად ისახავს გამოავლინოს და წარმოაჩინოს საქართველოში არსებული გამოყენებითი კვლევების შედეგები და ტექნოლოგიები, ხელი შეუწყოს ინოვატორებსა და ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობას.

ბიზნეს კომპანიის მხრიდან ტექნოლოგიის კომერციალიზაციაში დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მხარეებს ხელს შეუწყობს პროტოტიპის დამზადებაში, რაც შეამცირებს ტექნოლოგიის განვითარებასა და დანერგვასთან დაკავშირებულ რისკებს და ხელი შეეწყობა ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საწარმოების შექმნა-განვითარებას.

გამოფენა ჩატარდება 2014 წლის 10-12 ივლისს, საგამოფენო ცენტრ Expo-Georgia-ში.

დაინტერესებულმა პირებმა 30 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ ტექნოლოგიის აღწერა ქართულ და ინგლისურ ენაზე (იხ. დანართი 1) და ინფორმაცია მონაწილის შესახებ (იხ. დანართი 2) ელექტრონული ფორმით ელ-ფოსტაზე: nkuntseva-gabashvili@gita.gov.ge

ინფორმაცია გამოფენაზე წარმოდგენილი ტექნოლოგიების შესახებ გამოქვეყნდება სპეციალურ კრებულში.

გამოფენის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

საქართველო, თბილისი, სულხან-საბას ქ. #9

e-mail: nkuntseva-gabashvili@gita.gov.ge

ტელ: +995 (577) 473364; 995 (555) 281868;

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები