განცხადება

29-09-2009
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტთა საყურადღებოდ
 
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციალური ფაკულტეტი ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის (კერძოდ, ბაკალავრიატის მე-3 და მე-4  კურსის სტუდენტებისათვის) იწყებს პრაქტიკული სამართლის კლინიკური პროგრამის განხორციელებას. პროგრამა გათვალისწინებული იქნება როგორც იურიდიული სწავლების შემადგენელი კომპონენტი და მისი გავლის შედეგად სტუდენტები მიიღებენ 10 კრედიტს.
 
პრაქტიკული სამართლის პროგრამა გულისხმობს სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტების მიერ თბილისის საშუალო სკოლების მოსწავლეთათვის ძირითადი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, როგორიცაა: სამართალი და სამართლებრივი სისტემები; კონსტიტუცია და დემოკრატია; ადამიანის უფლებები; სისხლის სამართალი და არასრულწლოვანთა უფლებები; სამოქალაქო სამართლის როლი და მნიშვნელობა თანამედროვე პირობებში; კონფლიქტების მოგვარება.
 
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმები, რომელთა  მოპოვებაც შესაძლებელია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში პრაქტიკული სამართლის კლინიკაში (მე-6 კორპუსი, ოთახი ¹921). განაცხადები მიიღება 5 ოქტომბრის ჩათვლით. კლინიკაში მისაღები სტუდენტების რაოდენობა შეზღუდულია. გასაუბრება 7 ოქტომბერი.
 
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართ პრაქტიკული სამართლის კლინიკის კოორდინატორს ნინო ხარატს      
ტელ: 36-52-93
მობ: 899 11-54-64
ელ-ფოსტა: ninokharati@yahoo.com

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები