უმაღლესი პროფესიული განათლება

25-09-2009
უმაღლესი პროფესიული განათლების ახალი სისტემა საქართველოში 
 
25 სექტემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზ ,,უნივერსში’’ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უმაღლესი პროფესიული განათლების ახლად დანერგილ სისტემაში გორის უნივერსიტეტის ბიზნესის, სოციალურ მეცნიერებათა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე მიღწეული შედეგები წარმოადგინეს.
პრეზენტაცია გახსნა სტუ რექტორმა, პროფ. არჩილ ფრანგიშვილმა, რომელსაც ესწრებოდნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს/კავკასია მისიის დირექტორის მოვალეობოს შემსრულებელი ენ პეტერსონი; განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე; პროექტის მენეჯერი არდით მანი. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები; ბათუმის, ახალქალაქისა და წნორის უმაღლესი პროეფესიული განათლების კოლეჯების რექტორები.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები