მემორანდუმი

11-06-2014

სტუ-ში განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის მემორანდუმი გაფორმდა


11 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014-ის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა მერი დაუშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა. ღონისძიებას 200-მდე სტუდენტი დაესწრო.

მემორანდუმის მიზანია სტუდენტების ინფორმირებულობის ამაღლება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრაზე განხილული იქნა აღწერის პერიოდში ახალგაზრდების შესაძლო დასაქმების საკითხიც.

მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მინისტრმა ისაუბრა განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

სტუ-ში განათლების სამინისტროსა და საქსტატს შორის მემორანდუმი გაფორმდა



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები