ებრაელი სტუმრები

14-09-2009
ებრაელი სტუმრების ვიზიტი სტუ-ში
 
14 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ კომპიუტერიზაციის სფეროში ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის ,,AFEK Systems” ოფიციალური წარმომადგენლები შაულ ეიალის (Shaul Eyal) ხელმძღვანელობით.
ებრაელი სტუმრები შეხვდნენ სტუ რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე.
შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკური უნივერსიტეტსა და აღნიშნულ კომპანიას შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები. 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები