სტუდენტური დღეები 2014

09-06-2014
"სტუდენტური დღეები 2014"

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი "სტუდენტური დღეები 2014"-ის გამარჯვებული და  გრანპრის მფლობელი გახდა. სტუდენტური დღეები წელს ქართველი ახალგაზრდების ევროპული მომავლის ეგიდით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში სპორტული, კულტურულ-შემოქმედებითი და ინტელექტუალური შეჯიბრებები გაიმართა. 
"სტუდენტურ დღეებს" სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოველწლიურად ატარებს. სტუდენტური დღეების ფარგლებში სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები სპორტის, ხელოვნებისა და ინტელექტუალური მიმართულებით.  პროექტში გამარჯვებულებს სპეციალური ჟიური ავლენს.  წელს სტუდენტური დღეების ღონისძიებებში მონაწილეობდა 47 უმაღლესი სასწავლებელის 3 ათასამდე სტუდენტი. 
სტუდენტური დღეები 6 ივნისს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საზეიმოდ დაიხურა. 

ტექნიკური უნივერსიტეტი "სტუდენტური დღეები 2014”-ის გამარჯვებულია


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები