ტურნირი ქუჩის კალათბურთში

09-06-2014
ტურნირი ქუჩის კალათბურში

4-5 ივნისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციისა და კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა  შეჯიბრება  ქუჩის კალათბურში. შეჯიბრება ჩატარდა „სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისთვის"  პროექტის ფარგლებში და  ტურნირში მონაწილეობა  20-მდე გუნდმა  მიიღო . 

ფინალური ეტაპი 5 ივნისს ჩატარდა. სტუდენტური ჩემპიონატის გამარჯვებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი 20:12 დაამარცხა. მე-3 საპრიზო ადგილი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა მოიპოვა.

შეჯიბრების პარალელურად, მოეწყო ქუჩის კალათბურთის ახალი მოედნის პრეზენტაციაც. ტურნირის გამარჯვებულ და პრიზიორ გუნდებს მედლები, დიპლომები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

სტუ-ის კალათბურთის გუნდი ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები