ავსტრიელი სტუმრები

11-09-2009

ავსტრიელი სტუმრების ვიზიტი სტუ-ში

11 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ყოფილი რექტორის, პროფ. გოჩა ჩოგოვაძის მოწვევით ავსტრიელი სტუმრები სტუმრობდნენ – ევროპული აკადემიის დოქტორი ფელიქს უნგერი მეუღლესთან ერთად; საპატიო სტუმრები  შეხვდნენ სტუ რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. დავით თავხელიძე.
რექტორმა ისაუბრა ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებული სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის შესახებ. მან ასევე, სტუმრებს გააცნო უმაღლესი სასწავლებლის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.
დოქტორმა უნგერმა სურვილი გამოთქვა ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ.
მომზადდება ევროპულ აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი უახლოეს ხანში მოეწერება.



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები