ვიზიტი

04-09-2009
სტუ-ს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელები ესტუმრნენ
 
4 სექტემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენელები ანა ქებაძე, სტატისტიკურ-ანალიტიკური სამმართველოს უფროსი; ნათია ანასტასიადი, ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი და თეა კევლიშვილი, ადგილობრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამმართველოს მრჩეველი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეხვდნენ სტუ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსს, პროფ. ოთარ ზუმბურიძეს და სტუ სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე პრეზიდენტს პაატა მალაზონიას.
 
შეხვედრაზე განხილული იქნა ზემოხსენებულ სამინისტროსა და სტუ-ს შორის დადებული თანამშრომლობის მემორანდუმით გათვალიწინებული საგანმანათლებლო, კერძოდ, დისტანიცური სწავლების მეთოდების დანერგვა და აგრეთვე, კულტურულ-სპორტული ღონისძიებების მომავალში განხორციელების საკითხები.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები