ვიზიტი

04-09-2009
იაპონიის ელჩის ვიზიტი სტუ-ში 
 
4 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მასაიოში კამოჰარა სტუმრობდა. საპატიო სტუმარი შეხვდა სტუ რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილს. შეხვედრას ესწრებოდა საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე.
 
შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა: რექტორმა ელჩს მოუთხრო უნივერსიტეტის ისტორიის შესახებ. რექტორმა ასევე, ისაუბრა ახალი ტიპის უნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმების შესახებ. იაპონიის ელჩმა თავის მხრივ ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა და განიხილა სტუ-სთან სამომავლო ურთიერთობებსა და ურთიერთათანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები