შიგასაუნივერსიტეტო კონკურსი

04-06-2014

შიგასაუნივერსიტეტო კონკურსი

სსიპ შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოყენებით კვლევებში გამოცხადებულ 2014 წლის კონკურსში წარსადგენად და პროექტის თანადაფინანსებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობის განსაზღვრის მიზნით ტარდება შიგასაუნივერსიტეტო კონკურსი.

კონკურსის ნომინანტების პროექტები განიხილება  9, 10, 11,12  და 13 ივნისს, 11 საათიდან, რექტორის მოადგილის, ბ-ნ ზ.გასიტაშვილის  ოთახში.

პრეზენტაციის რეგლამენტია 10 წუთი.

პროექტის მოკლე ანოტაციას და განაცხადს  შიგასაუნივერსიტეტო კონკურსში მონაწილეობისათვის სტუ-ის მეცნიერების დეპარტამენტი  (სტუ-ის ადმინისტრაციული კორპუსის 354-ე ოთახი) მიიღებს 7 ივნისის  15 საათამდე.

საგრანტო პროექტის შეფასების კრიტერიუმები

 

კრიტერიუმის დასახელება

 

1.

პროექტის არსი და მეცნიერული ღირებულება

 

კვლევის ინოვაციურობა, მეთოდიკის მეცნიერულად დასაბუთება და შესაბამისობა პროექტის მიზანთან

2.

პროექტის გამოყენებითი პოტენციალი

2.1

რამდენად შეესაბამება კვლევის მოსალოდნელი პროდუქტი ადგილობრივი და/ან საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს

2.2

კვლევის შედეგების გამოყენების რეალურობა და მდგრადობა

3.

პროექტის შემსრულებელთა კომპეტენტურობა

 

პროექტის ხელმძღვანელის და სხვა ძირითადი შემსრულებლების კვალიფიკაციის/ცოდნის და გამოცდილების შესაბამისობა პროექტში დასახულ ამოცანებთან

 

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები