შეხვედრა

04-06-2014

ესპანელმა მეცნიერებმა და ბიზნესმენებმა სტუ-ში შეხვედრა გამართესესპანელი სტუმრები ტექნიკურ უნივერსიტეტში

3 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ესპანელმა მეცნიერებმა და ბიზნესმენებმა შეხვედრა გამართეს. სტუ-ში სტუმრად იმყოფებოდნენ ესპანურ - ქართული სავაჭრო პალატის ასოციაციის პრეზიდენტი, მადრიდის ალკალას უნივერსიტეტის (ესპანეთი) პროფესორი მიგელ ფელიპე კამბარ სანტოსი, კომპანია Fabricación de piscinas de poliester-ის დირექტორი ხესუს სოტილო ესტებანი, სამშენებლო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, იურისტი ალეხანდრო როიზ დე პედრო.
ეხვედრას ესწრებოდნენ რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში ლევან კლიმიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი ოთარ ზუმბურიძე, მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი დავით თავხელიძე და სხვები.

ესპანელმა მეცნიერებმა და ბიზნესმენებმა სტუ-ში შეხვედრა გამართესდავით თავხელიძემ გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ. ესპანელი სტუმრები დაინტერესდნენ სტუ-ში მიმდინარე პროცესებით. შეხვედრაზე ასევე, განხილული იქნა  მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მეცნიერებასა და განათლებასთან დაკავშირებით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები