სემინარი/ვებინარი

28-05-2014
სემინარი/ვებინარი

2 ივნისს, 16:00 სთ., სტუ-ს მე-9 კორპუსში, მე-2 სართულზე, "Tempus"-ის საწარმოებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ცენტრში ჩატარდება სემინარი/ვებინარი: "პროექტების დაგეგმვის ინსტრუმენტები".

სემინარს გაუძღვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი – ია მოსაშვილი.

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

პროექტების დაგეგმვის ინსტრუმენტები:
1. მართვის სტრუქტურისათვის 
2. პროექტის შინაარსის დაგეგმვისათვის
3. პროექტისათვის საჭირო რესურსების ხარჯთაღრიცხვისათვის
4. პროექტის ღირებულების დადგენისათვის
5. ხარისხის დაგეგმვისათვის
6. რისკების მართვისათვის
7. ადამიანური რესურსების მართვისათვის
8. კომუნიკაციისათვის 

სემინარი ასევე გადაიცემა პირდაპირ ეთერში და მიიღებს ვებინარის სახეს: http://www.studmedia.ge/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები