კონკურსი

22-05-2014

ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტთა საყურადღებოდ

საქართვველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შექმნილია სტუდენტური სერვის ცენტრი (თვითდაფინანსების პრინციპზე), რომლის დანიშნულებაა სტუდენტთა საიჟინრო - ტექნიკური, პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება და სრულყოფა, პროექტების რეალიზაცია, სწავლების ორგანიზება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ცხადდება კონკურსი სტუდენტური სერვის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

სტუდენტური სერვის ცენტრი ამ ეტაპზე აღჭურვილია სამი კომპიუტერითა და სწავლების ჩატარებისათვის აუცილებელი ყველა ატრიბუტიკით.

გამარჯვებული გამოვლინდება გასაუბრების წესით (ორ ეტაპად).

მსურველებმა 10 ივნისამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია საიტზე http://ertad.gtu.ge , ან აღნიშნულ მისამართზე: სტუ , VI კორპუსი . V სართული , ოთახი 510, “ ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა ინოვაციურ საქმიანობათა ხელშემწყობი სამსახური – ერთად ”, ორშაბათი-პარასკევი 11:00-დან 17:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით :   236-41-28. 64-47


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები