მემორანდუმი

22-05-2014

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “აიდიეს ბორჯომი საქართველო” - ს შორის მემორანდუმი გაფორმდა

2014 წლის 22 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “აიდიეს ბორჯომი საქართველო” - ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სააქციო საზოგადოება “აიდიეს ბორჯომი საქართველო” -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და სააქციო საზოგადოების გენერალურმა დირექტორმა ზაზა კიკვიძემ.

მემორანდუმი სტუ–ს სტუდენტებისთვის ითვალისწინებს : გამოყენებითი გეოლოგიის ორი წარჩინებული სტუდენტისთვის ყოველთვიურ სტიპენდიას 100 (ასი) ლარის ოდენობით, ბორჯომში 15-20 სტუდენტისთვის 1 ან 2 დღიანი პრაქტიკის გავლას, სტაჟირებას და ერთთვიან სასწავლო პრაქტიკას 2 ან 3 სტუდენტისთვის და მაგისტრატურის სასწავლო პროგრამის განახლებას კომპანიის სპეციალისტების კონსულტაციით.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები