სპექტაკლის პრემიერა

14-07-2009
სპექტაკლის პრემიერა
 
13 ივლისს სტუ თეატრ-სტუდია მოდი-ნახეში სპექტაკლ “ფიროსმანის” პრემიერა გაიმართა. ვ. კოროსტილევის “ფიროსმანის” პირველი დადგმა სტუ სახალხო თეატრ-სტუდია “მოდინახეს” სცენაზე 1990 წელს განხორციელდა. სპექტაკლი დიდი წარმატებით იქნა ნაჩვე­ნები ამერიკის შეერთებულ შტატებში და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ხოლო 1993 წელს უნივერსიტეტების თეატრალური კოლექტივების მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე აღნიშნულმა სპექტაკლმა გრან-პრი დაიმსახურა.
 
14 ივლისს სტუ თეატრ-სტუდია “მოდი-ნახე” სპექტაკლ “ფიროსმანის” საგასტროლო ჩვენებების მოწყობის მიზნით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. გარდა სპექტაკლების ჩვენებისა, თეატრის მუსიკოსები მონაწილეობას მიიღებენ დურლახის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები