პროექტი

09-07-2009
ენერგეტიკის  სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების პროექტი 
 
 
9 ივლისს, სტუ-ში ჩატარდა მეტროპილიტენის უნივერსიტეტის (მინიაპოლისი, მინესოტა, აშშ) მენეჯმენტის კოლეჯის პროფესორის ჰამიდ ნეჟადის სემინარი თემაზე: “მსოფლიო ენერგეტიკის სცენარები 2050 წლამდე: საკითხები და ვარიანტები”.
 
სემინარი გახსნა სტუ რექტორმა, პროფ.არჩილ ფრანგიშვილმა. მან მადლობა გადაუხადა USAID და დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ამერიკელი სტუმარი, პროფ. ნეჟადი.
პროფესორმა თავის გამოსვლაში განიხილა მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზარზე არსებული პრობლემები და შესაძლებლობები; ასევე, წარმოადგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სტატეგიულ რეკომენდაციებს სასურველი ენერგეტიკული მომავლის მისაღწევად. კერძოდ,
  • სცენარის დაგეგმვის პროცესი;
  • მსოფლიო ენერგეტიკის მოთხოვნისა და მიწოდების მამოძრავებელი ძალები;
  • მსოფლიო ენერგეტიკის სცენარები 2050 წლამდე; 
  • სასურველი სცენარის მიღწევის სტრატეგიები.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები