ტრენინგ-კურსი

06-07-2009
ტრენინგ-კურსი გარემოსდაცვით ადმინისტრირებასა და მენეჯმენტში
 
ივლისი-აგვისტო 2009
 
ტრენინგ-ცენტრი სპამგო აცხადებს ტრენინგების კურსს გარემოსდაცვის სფეროში.
 
სპამგოს თითოეული ტრენინგ-კურსი შემუშავებული იქნა ნოტინჰემის უნივერსიტეტსა (დიდი ბრიტანეთი) და ადელფის კვლევითი ცენტრთან (გერმანია) მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, შესაბამის დისციპლინებში ევროპის წამყვანი ექპერტების კონსულტაციებისა და ზედამხედველობის ქვეშ.
 
სპამგოს ტრენინგ-მოდულები და ტრენერები
15 მაღალკვალიფიციური ქართველი ტრენერი ჩაატარებს ტრენინგს შვიდ დისციპლინაში. ტრენინგ-მოდულები შემუშავებულია ქართულ რეალობას მორგებული ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით. ტრენინგი ჩატარდება ქართულ ენაზე.
  • M1 – წყალი და სანიტარია
  • M2 – ენერგია
  • M3 – ლანდშაფტის ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება
  • M4 – ტრანსპორტი
  • M5b – გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები
  • M5 – კომუნიკაციისა და ცოდნის მენეჯმენტი
  • M6 – პროექტის მენეჯმენტი
მოდული 1 – წყალი და სანიტარია
კურსის მიზანია ტრენინგების სერიის ჩატარება წყლისა და სანიტარიის საკითხზე ევროგაერთიანების ქვეყნების გამოცდილების შესახებ. ტრენინგი შეეხება საკანონმდებლო ზომებს, ტრანსასაზღვრო მდინარეთა მართვას, წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვას, ევროპის წყლის ხარისხობრივ-რაოდენობრივ მაჩვენებლებს, წყლის და ჯანდაცვის საბაზისო ინფორმაციას.
 
მოდული 2 – ენერგია
კურსის მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებასა და დანერგვასთან დაკავშირებით თანამედროვე ცოდნის მიწოდება სამოქალაქო ადმინისტრაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. ენერგეტიკული უსაფრთხოების ჩარჩოებში მოიაზრება სხვადასხვა ქვესაკითხი, როგორიცაა ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენება, CDM, ემისიებით ვაჭრობა, ენერგოეფექტურობა და აუდიტი. ასევე განიხილება ენერგეტიკული უსაფრთხოების განსაზღვრულ დონემდე მიღწევისათვის სხვადასხვა ინსტრუმენტების, როგორც პოლიტიკური სახის, ისე ეკონომიური გამოყენება. დიდი ყურადღება დაეთმობა ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ურთიერთდამოკიდებულებებს.
 
მოდული 3 – ლანდშაფტების ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება
მოდულის მიზანია ბიომრავალფეროვნების და ლანდშაფტების ეკოლოგიის ძირითად პრინციპებთან და კომპონენტებთან გაცნობა. კურსი შედგება სამი ნაწილისაგან: პირველი - “ბიომრავალფეროვნება”, მეორე - “ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება” რომელიც აგებულია ტყის მენეჯმენტის გამოცდილებაზე და მესამე - “ლანდშაფტების ეკოლოგია”.
 
მოდული 4 – ტრანსპორტი
მოცემული კურსის მიზანია: ტრანსპორტის უარყოფით ზემოქმედებასთან დაკავშირებული ძირითადი გარემოსდაცვითი პრობლემების, როგორიცაა ადამიანის ჯანმრთელობა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, ხმაური, ბიმრავალფეროვნების დაკარგვა, კლიმატის ცვლილება/გლობალური დათბობა და სხვათა გაცნობიერება; პოლიტიკური არამდგრადობისა და  ტრანსპორტთან დაკავშირებული ენერგოუსაფრთხოების საკითხების განხილვა; იმ შესაძლო ქმედებების განსაზღვრა, რომლებიც შეამცირებენ ტრანსპორტის უარყოფით ზემოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემებს; მათი გადაწყვეტისა და პოლიტიკური ინსტუმენტების გამოყენების შესაძლებლობა და განხორციელება.
 
მოდული 4გარემოსდაცვითი მართვის (მენეჯმენტის) სისტემები
ტრენინგ-კურსის მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საერთაშორისო გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მნიშვნელოვან სტანდარტებსა და სერტიფიკატებს. ექნებათ საშუალება გაერკვნენ პრიორიტეტულ გარემოსდაცვით საკითხებზე ფოკუსირებულ სერტიფიცირების პროცესში, ხარისხის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების ინტერგირებული სტანდარტების საკითხებში, გარემოსდაცვითი მენეჯმენტიდან დაკავშირებულ გაუმჯობესებისკენ მიმართულ მუდმივ პროცესებში, ინტეგრირებული მენეჯმენტის სისტემებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებში.
 
მოდული 5 – კომუნიკაციებისა და ცოდნის მენეჯმენტი
ტრენინგის შემდგომ მონაწილეებს ექნებათ ცოდნა კომუნიკაციის შემადგენელი კომპონენტებისა და ფუნქციის (ინტერაქცია), კომუნიკაციის პროცესის (მიმდინარეობის), კომუნიკაციის პროცესში წარმოქმნილი ბარიერების (პიროვნული მხარე, სემანტიკური დონე და ა.შ.) აცილების ხერხების შესახებ.
 
მოდული 6 – პროექტის მენეჯმენტი
კურსის მიზანია საფუძვლიანი ცოდნა შესძინოს სახელმწიფო მოხელეებს პროექტების მართვის შესახებ. კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები ექნებათ ცოდნას იმის თაობაზე თუ რას ნიშნავს პროექტის მენეჯმენტი, რა ფაზებს მოიცავს იგი და რა საშუალებები არსებობს პროექტების მენეჯმენტისთვის. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაივლიან პრაქტიკულ მეცადინეობებს Logical Framework–სა Microsoft Project-ში.
 
სარგებლობა და ცოდნა, რომელსაც შეგძენთ ტრენინგი
  • გაეცნობით გარემოსდაცვის სფეროს უახლეს მოღწევებს  ევროგაერთიანების ქვეყნებსა და საქართველოში
  • გექნებათ თქვენს სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან მუშაობის ბრწყინვალე საშუალება
  • გექნებათ სპამგოს ტრენინგ-ცენტრის უახლესი სასწავლო და ტექნიკური საშუალებებით ცოდნის გაღრმავების საშუალება
როგორ მივიგოთ მონაწილეობა ტრენინგ-კურსში?
დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონული ფოსტით უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა სპამგოს კოორდინატორ გიორგი ჯაფარიძესთან ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: gjaparidze@hotmail.com ან, სამუშაო დღეებში 12:00-დან 17:00 საათამდე მოიტანონ შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას 77, ტექნიკური უნივერსიტეტის IX კორპუსი (ადმინისტრაციული კორპუსის უკან), III სართული, ოთახები 307 და 308.
 
აპლიკაციის გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტს ტრენინგ-ცენტრი აცნობებს ტრენინგებზე მისი დაშვების შესახებ, შემდეგ აპლიკანტს შეაქვს შესაბამისი თანხა ტრენინგ-ცენტრის ლარის ანგარიშზე თიბისი ბანკში.
ანგარიშის ნომერი: 38634080100001
 
გთხოვთ თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი შეინახოთ შესაბამისი ტრენინგის დასრულებამდე.
 
თითოეული ტრენინგ-ჯგუფში იქნება არაუმეტეს 15 და არაუმცირეს 6 ადამიანისა. ჯგუფის ზედმეტად ან არასრულად დაკომპლექტების შემთხვევასი ტრენინგი გადატანილი იქნება სექტემბრისთვის და თანხა დაუბრუნდება თითოეულ აპლიკანტს.
 
ტრენინგების კალენდარი და ღირებულება
 
 
მოდული
Dთარიღი
დრო
ღირებულება (მთლიანი)
M5 –Kკომუნიკაციებისა და ცოდნის მენეჯმენტი
13-14 ივლისი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
M2 – ენერგია
 
15-16 ივლისი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
M1 – წყალი და სანიტარია
 
17-181 ივლისი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
M3 – Lლანდშაფტების ეკოლოგია და ბიომრავალფეროვნება
20-21 ივლისი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
M4ბ – Eგარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემები
22 ივლისი
16:00-დან 19:00 საათამდე
უფასო
M4 – ტრანსპორტი
 
23-24 ივლისი
16:00-დან 20:00 საათამდე
40
M6 – პროექტის მენეჯმენტი
 
5-6-7-82 აგვისტო
16:00-დან 20:00 საათამდე
80
 
 
1 –18 ივლისს ტრენინგი დაიწყება 13:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.
2 – 8 აგვისტოს ტრენინგი დაიწყება 11:00 საათზე და დასრულდება 17:00 საათზე.
 
შევსებული სააპლიკაციო ფორმების გამოგზავნის ბოლო ვადაა 7 ივლისი, 1800 საათი 
 
საკონტაქტო პირები და მისამართი:
თბილისი, კოსტავას 77 (სააკაძის მოედანთან)
ტექნიკური უნივერსიტეტის IX კორპუსი (ადმინისტრაციული კორპუსის უკან)
III სართული, ოთახები 307 და 308.
ტელეფონი: +995 32 36 52 96
 
საკონტაქტო პირები
გიორგი ჯაფარიძე, კოორდინატორი
მობილური: +995 99 10 12 65; ელ. ფოსტა: gjaparidze@hotmail.com
 
ნინო ნოზაძე, ადმინისტრატორი
მობილური: +995 93 78 72 46; ელ. ფოსტა: n_nozadze@gtu.ge
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები