ფორუმი

03-07-2009

ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმი

2009 წლის ოქტომბრის ბოლოს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, როგორც დიასპორული ბიზნეს-სამეცნიერო წრეებისა და საქართველოს გამაერთიანებელი რგოლი, გიწვევთ ბიზნეს-სამეცნიერო ფორუმზე, რომელიც მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მოღვაწე ჩვენი თანამემამულე ბიზნესმენებისა და მეცნიერების გაცნობა-დაახლოებას. ფორუმი ხელს შეუწყობს მათ მიერ წარმოდგენილი პროექტების წარმატებით განხორციელებას; საშუალებას მისცემს ჩვენს თანამემამულეებს კიდევ ერთხელ განიხილონ საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობის საჭირბოროტო და პრაქტიკული საკითხები. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსანი წარმომადგენლები:

  • დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;
  • საქართველოს პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი;
  • საქართველოს სამთავრობო უწყებები;
  • საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტები;

    დღეს მეცნიერება და ბიზნესი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, შესაბამისად, თქვენი პროექტები შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგ თემაზე:

  • დიასპორული ინვესტიციები და სამეცნიერო რესურსები საქართველოსთვის;
  • დიასპორის პროფესიული გამოცდილების პრაქტიკული დანერგვა საქართველოს განვითარებისთვის;

ფორუმში მონაწილეობის პირობები:

  1. ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა 2009 წლის 20 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ საკუთარი პროექტის ანოტაცია;
  2. CV ქართულ ან მიმღები ქვეყნის ენაზე;
  3. ფოტოსურათი 3x4;
  4. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2009 წლის 20 აგვისტო;
  5. ფორუმის ჩატარების თარიღი: 2009 წლის ოქტომბერი (ბოლო კვირა);
  6. ფორუმის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი.

    შეფასების კრიტერიუმები:
    წარმოდგენილი პროექტის ანოტაციას შეისწავლის და განიხილავს საორგანიზაციო კომიტეტი;

  7. ფორუმის მისიასთან და ამოცანებთან შესაბამისობა;
  8. ანოტაციაში ასახული უნდა იყოს პროექტის განხორცილების გზები და რეალური შესაძლებლობანი;

ფორუმში მონაწილეობის მსურველები ოფიციალურ პასუხს მიიღებენ არაუგვიანეს 5 სექტემბრისა.

საკონტაქტო პირი: ნინო პეტრიაშვილი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მისამართი: ქ. თამარაშვილის ქ. 15ა, თბილისი;
ტელ.: +995 32 36 98 70 (office); +995 77 426969 (mob.)
ფაქსი: +995 32 39 71 24
ელ.ფოსტა: nino.petriashvili@diaspora.gov.ge
http://diaspora.gov.ge


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები