განცხადება

30-06-2009

განცხადება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გაზეთ „24 საათში“ (26.05.09, N115) გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ შეტანილი იქნა ცვლილებები აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსის ვადებში და 2009 წლის 26 მაისს გამოქვეყნებული განცხადების მუხლი 1 ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

განცხადებების მიღებისა და კონკურსის ჩატარების ვადები
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაციის გაცემა (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა და სხვა) და განცხადებების მიღება იწარმოებს საკონკურსო კომისიების მიერ 2009 წლის 13 ივლისიდან 3 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ დღე (დასვენებისა და უქმე დღეების გარდა), 1000 საათიდან 1500 საათამდე. კონკურსი ჩატარდება 8 აგვისტოდან 26 აგვისტომდე. საკონკურსო კომისიების მიერ კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2009 წლის 26 აგვისტოს, შესაბამისი საკონკურსო კომისიის საინფორმაციო დაფასა და უნივერსიტეტის ვებ.გვერდზე: http://www.gtu.ge/
კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2009 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები