პრეზენტაცია

17-06-2009
კინოფესტივალის პრეზენტაცია
 
   
     17 ივნისს სტუ-ში სტუდენტთა ინფორმირების მიზნით გაიმართა ბათუმის მეოთხე საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზენტაცია.  კინოფესტივალი ბათუმის ხელოვანთა სახლ “არგანი”-ს ორგანიზებით 21-28 სექტემბერს ბათუმში ჩატარდება. ფესტივალზე წარდგენილი იქნება 22 ქვეყნის 60-მდე კინო ნამუშევარი, ხოლო ახალგაზრდული კინოს სექციაში წარდგენილი იქნება 30 ფილმი.
დაინტერესებულ სტუდენტებს საშუალება ექნებათ დაესწრონ ფესტივალს და მიიღონ სრული აკრეტიდაცია.
სტუდენტებს ასევე საშუალება ექნებათ გაიარონ პრაქტიკა. პრაქტიკის გავლის შემთხვევაში სტუდენტებს მიეცემათ დამადასტურებელი სერთიფიკატი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები