საიუბილეო სამეცნიერო სესია

11-06-2009
საიუბილეო სამეცნიერო სესია
  
11 ივნისს ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში ცნობილი მეცნიერ-გეოლოგების ნინო თათრიშვილისა და გიორგი ზარიძის დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო სესია გაიხსნა.
 
საიუბილეო ღონისძიების  ორგანიზატორები არიან: ალექსანდრე ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს საინჟინრო აკადემია.
 
საიუბილეო სხდომა და სამეცნიერო სესია ჩატარდება 11-12 ივნისს.
 
საიუბილეო სხდომა გახსნა ალ. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფ. თ. წუწუნავამ.
 
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა სტუ-ს რექტორი, საინჟინრო აკადემიის საპატიო პრეზიდენტი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის და დიაგნოსტიკის რესპუბლიკურ ცენტრს მიენიჭა გიორგი ზარიძის სახელი.
 
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები