ლიტვური პოეზიის ფესტივალი

16-05-2014

პოეზიის დღესასწაული

16 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრში “პოეზიის დღესასწაული” გაიმართა. ღონისძიება ლიტვური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა.

საერთაშორისო ფესტივალი “პოეზიის გაზაფხული“ ლიტვაში ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული პოეტები მონაწილეობენ. ბოლო რამდენიმე წელია, ღონისძიება ლიტვის ფარგლებს გასცდა და სხვა ქვეყნებშიც იმართება.

პროექტი ინიცირებულია “კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის“ – “კავკასიური სახლის“ ლიტვური ლიტერატურის მთარგმნელის, ნანა დევიძის მიერ და ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. ღონისძიების კოორდინატორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ვიდას კავალიაუსკასი, პოეტი მარიამ წიკლაური და ლიტვური ლიტერატურის კურატორი და მთარგმნელი ნანა დევიძე.
ყოველწლიური ლიტვური ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს ლიტველ პოეტთა ოთხკაციანი დელეგაცია ეწვია. 
ლიტველი პოეტები შეხვდებიან ქართველ კოლეგებს, მოინახულებენ თბილისის ღირსშესანიშნაობებს და გამართავენ რამდენიმე პოეტური კრებულის პრეზენტაციას.

საქართველოში ლიტვური ფესტივალი 18 მაისამდე გასტანს. 



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები