საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პირველი ერთობლივი კონკურსი

29-05-2009
საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრისა (CNRS) და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პირველი ერთობლივი კონკურსი

საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული ცენტრი (CNRS) და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებენ კონკურსს ერთობლივი კვლევითი პროექტების დასაფინანსებლად.

კონკურსი მიზნად ისახავს:
ა. მეცნიერების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას;
ბ. ახალგაზრდა მეცნიერთა ერთობლივ კვლევებში აქტიურ ჩართვასა და მათ მოკლევადიან გაცვლით სამეცნიერო ვიზიტების ორგანიზებას;
გ. საქართველოს მეცნიერების ევროპულ კვლევით სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პირველი კონკურსის შედეგად დაფინანსდება თითო პროექტი შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებში (სულ 3 პროექტი):
1. მათემატიკა, მექანიკა;
2. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები;
3. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები და გარემო.

საფრანგეთის მხრიდან კონკურსში მონაწილეობა შეუძლია CNRS-ის ყველა პროფილურ ინსტიტუტსა და ლაბორატორიას. საქართველოს მხრიდან კონკურსზე დაიშვებიან მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის (სსიპ) სტატუსის მქონე ორგანიზაციებში მომუშავე სამეცნიერო ჯგუფები/მეცნიერები, რომელთა მიერ “2008 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსზე” ზემოთაღნიშნულ სამ სამეცნიერო მიმართულებაში შემოტანილ პროექტებს მიენიჭათ 80-100 ქულა.

ფრანგ პარტნიორთან ერთობლივად ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადებული პროექტი სესფ-ის კანცელარიაში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2009 წლის 1 ივნისის 18:00-სა.

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ნიკოლოზ ბაქრაძე
საკონტაქტო ინფორმაცია: სესფ-ის სამეცნიერო პროგრამების მართვის სამმართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური.
მისამართი: დ.უზნაძის ქ. 68, IV სართული
ტელ: 91 02 62; 47 96 46;

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები