სტიპენდიები დოქტურანტურის შემდგომი კვლევის პროგრამაზე

28-05-2009
იუნესკო/ისრაელის რესპუბლიკის ერთობლივი სტიპენდიები  დოქტურანტურის შემდგომ კვლევის პროგრამაზე
(2009-2010 სასწავლო წლისათვის)
 
იუნესკო და ისრაელის რესპუბლიკა წარმოგიდგენთ ერთობლივ სტიპენდიებს  დოქტურანტურის შემდგომი კვლევის პროგრამაზე  ყველა სფეროში (განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომელთა კვლევა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ტექნოლოგიის  და წყლის მეცნიერებების სფეროდან იქნება*).
 
აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად კრიტერიუმებს:
  • იყოს საქართველოს მოქალაქე;
  • ჰქონდეს მიღებული დოქტორის ხარისხი მხოლოდ ბოლო სამი წლის განმავლობაში;
  • შეძლოს მონაწილეობა მიიღოს ჩამოთვლილ უნივერსიტეტებიდან/ინსტიტუტიდან (იხ. დანართი) ერთ-ერთში  მიმდინარე კვლევით პროგრამებში;
  • აპლიკანტმა აუცილებელია იცოდეს ინგლისური და მოეთხოვება ინგლისური ენის  ტესტის - TOEFL  ქულების წარმოდგენა.
მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის კანდიდატებს, რომელსაც განსაკუთრებული ინტელექტუალური შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები აქვთ, შეუძლიათ  მონაწილეობა მიიღონ  ამ პროგრამში.
 
პირობები:
მიმართულებები: პრიორიტეტი ენიჭება ინჟინერიას,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს და წყლის ტექნოლოგებს
კვლევა/სწავლება გრძელდება 1 აკადემიური წელი, (სადაც აუცილებელია ერთ წელს შეიძლება დაემატოს კიდევ ერთი წელი). კვლევა უნდა განხორციელდეს 2009/2010 აკადემიური წლის განმავლობაში.
იუნესკო/ისრაელის დოქტურანტურის შემდგომი კვლევის სტიპენდია ფარავს ყველა ხარჯს საერთაშორისო მგზავრობის თანხის ჩათვლით.
 
საბუთები, რომელიც აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ :
  • მითითებული უნივერსიტეტებიდან (იხ დანართი) ერთ-ერთში  მიღების წერილი (letter of acceptance);
ამასთანავე დამატებით ორ ეგზემპლიარად:
  • სააპლიკაციო ფორმა, რომელშიც აპლიკანტი მიუთითებს უნივერსიტეტს/ინსტიტუტს, სადაც ის აპირებს კვლევის ჩატარებას;
  • CV;
  • აკადემიური ხარისხის შესაბამისი დიპლომის დამოწმებული ასლები ნიშნების ფურცელთან ერთად;
  • დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა ( ან მისი ექვივალენტი);
  • ორი პროფესორის რეკომენდაცია, რომელიც აპლიკანტის კვლევის  სფეროდან იქნება
  • სადოქტორო დისერტაციის/ნაშრომი სახელწოდება და მოკლე შინაარსი  ოფიციალურ ჩანაწერთან ერთად აპლიკანტის მიერ აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად გავლილი პროგრამის შესახებ
  • აპლიკანტის სადისერტაციო ნაშრომის  ხელმძღვანელის  სახელი, წოდება  და შენიშვნები
  • ერთი გვერდის მოცულობის კვლევითი სამუშაოს აღწერილობა, რომლის განხორციელებასაც გეგმავს აპლიკანტი დოქტურანტურის შემდგომი მომზადების პერიოდში.
  • იუნესკოს მიერ მოწოდებული შევსებული ჯანმრთელობის ცნობის ფორმა
 
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 13 ოქტომბერი.
 
საბუთები მიიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
საკონტაქტო პირია- თამარ მერაბიშვილი-  უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და  
                                     საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი-
                                     ტელ:     8 32 43 88 79;  ელ-ფოსტა:tmerabishvili@mes.gov.ge
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები