შეჯიბრი კიკ-ბოქსინგში

08-05-2014

ორთაბრძოლები კიკ-ბოქსინგში

აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში, 27 აპრილს გაიმართა სარეიტინგო პროფესიული ორთაბრძოლები კიკ-ბოქსინგში, კერძოდ k-1 -ში, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის სპორტსმენებმა.

ორთაბრძოლებში მონაწილეობდნენ: გერმანიის, აზერბაიჯანის, ჰოლანდიის და საქართველოს წარმომადგენლები. მძიმე წონაში თავი გამოიჩინა მოასპარეზე გიგა კუხალაშვილმა, რომელმაც ღირსეულად დაამარცხა ჰოლანდიელი სპორტსმენი შკელქინ ადემაჯი.

მსუბუქ წონაში საქართველოდან, ასევე  მონაწილეობდა ლევან ცხადაია აზიის ქამრის მოსაპოვებელ ორთაბრძოლაში, სადაც ქულების მცირე რაოდენობით დამარცხდა.

ქართველი სპორტსმენები ემზადებიან შემდეგში გასამართი შეჯიბრებებისათვის.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორთაბრძოლების კლუბის პრეზიდენტი რევაზ ქელდიშვილი.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები