საჩუქარი სტუ-ს

08-05-2014
საჩუქარი  ტექნიკური უნივერსიტეტის  ბიბლიოთეკას

2 მაისს გამომცემლობა “ინტელექტმა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ სამეცნიერო ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. წიგნები გამომცემლობის სახელით სტუ-ის ბიბლიოთეკას წარმომადგენელმა თამარ პარკაულმა გადასცა. ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ვაჟა პაპასკირმა უნივერსიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა “ინტელექტს” და მომავალი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

გამომცემლობამ სტუ-ის ბიბლიოთეკას მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის სერიით გამოცემული წიგნები გადასცა: ი. ზინგერი - “ოინბაზი”, ჰაინრიხ ბიოლი - “უკაცო სახლი”, ფრიტიოფ ნანსენი - “კავკასიიდან ვოლგისკენ”, რომენ როლანი - “მიქელანჯელოს, ბეთჰოვენის ცხოვრება”, ელფრიდე ელინეკი - “პიანისტი ქალი”, ივო ანდრი ჩი - “დრინის ხიდი”, რადიარდ კიპლინგი - “ნამგეი დულა”, ვერნერ ჰაიზენბერგი - “მშვენიერება ჭეშმარიტების ბრწყინვაა”, გრაცია დელედა - “ლერწამი ქარში”, იმრე კერტესი - “კადიში არდაბადებულ ბავშვზე”, ნ. მაჰფუზი - “მირამარი”, ლე კლეზიო - “გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი”, ტომას ტრანსტრომერი - “სანახევრო სამოთხე”, ივან ბუნინი - “ნატალი”.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები