პრეზენტაცია

06-05-2014

6 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ესტონეთი) საერთაშორისო პროგრამების მარკეტინგის მენეჯერი ქალბატონი კეიტ კიისელი ესტუმრა.

შეხვედრაზე ქალბატონმა კიისელმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გააცნო ესტონეთი და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტია ესტონეთში. აღნიშნულ უნივერსიტეტში ამჟამად 70 ქართველი სტუდენტი სწავლობს.

ესტონელმა სტუმარმა სტუ-ს სტუდენტებს წარმოუდგინა ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტ ში არსებული ინგლისურენოვანი  საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამები (23 პროგრამა). პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინჟინერინგისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულების პროგრამებს.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები