საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკა

11-12-2007

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა, ბ-ნმა ლევან თაქთაქიშვილმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე გაწეული უანგარო თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.

ბატონო არჩილ,

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის სახელით უღრმეს მადლობას მოგახსენებთ თქვენ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობის ხელმძღვანელს ბატონ ალექსანდრე გრიგოლიშვილს იმ ეგზემპლარების საჩუქრად გადმოცემისათვის, რაც წლების მანძილზე გაიღეთ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების შესავსებად.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გამოცემები მეტად საინტერესო და სასარგებლო იქნება ბიბლიოთეკის მკითხველისათვის და დიდად შეუწყობს ხელს მათი ცოდნისა და განათლების გაღრმავებას.
მომავალშიც თქვენი უანგარო ქველმოქმედების იმედად ვრჩებით.
გისურვებთ მუდმივ წინსვლას და ყოველივე საუკეთესოს.

პატივისცემით,
საბიბლიოთეკო რესურსების
დეპარტამენტის დირექტორი ლ. თაქთაქიშვილი


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები